Saturday, April 22, 2017

რეაქტიული მოძრაობა


  1. პროექტის სახელწოდება:რეაქტიული მოძრაობა
  2. პროექტის მთავარი იდეა:იმპულსის მთავარი კანონის და ნიუტონის კანონების პრაქტიკული გამოყენება.
  3.  პროექტის აქტუალობა:თემა იწვევს დიდ ინტერესს მოსწავლეებში.
  4. პროექტის მიზნები: დაკვირვების, აღწერის, შედარების ანალიზის უნარ-ჩვევებისგამომუშავება.
  5. ვადები/ ხანგრძლივობა:ორი კვირა
  6. მონაწილეთა ასაკი:მეცხრე კლასი.
  7. მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ინფორმაციის მოძიების,აღწერის,შედარების,ანალიზის საფუძველზე უკეთ აცნობიერებენ,რომ იმპულსის მუდმივობის კანონის და ნიუტონის კანონების გამოყენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითია რაკეტების მეშვეობით დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების და კოსმოსური ხომალდების გაშვება.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,კომპიუტერი,ინტერენტი,სამეცნიერო ლიტერატურა.
  9. პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები/:თემის შერჩევა,ჯგუფების ჩამოყალიბება,პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში,ჯგუფებში მოვალეობების განაწილება:წიგნზე მუშაობა,ინტერნეტში მასალის მოძიება,მოძიებული მასალის დამუშავება, წარდგენა.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლემ შეძლოს სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედების აღწერა.
  11. პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი:მზია მამულაშვილი.
  12. ხელმძღვანელის ელფოსტა:mamulashvilimzia67@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;mziamamulashvili.blogspot.com